13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ბაბუა დააკავეს

შუა ხნის კაცი არასრულწლოვნის გაუპატიურებაშია მხილებული – უმძიმესი დანაშაული შიდა ქართლში მოხდა. სავარაუდო მსხვერპლი 13 წლის ბავშვია, სავარაუდო მოძალადე კი 50 წელს გადაცილებული კაცი.

სავარაუდო მოძალადე სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის სავარაუდო მსხვერპლის ბაბუაა.

“საერთოდ მთელი ზაფხული არ დამინახია ეს ბავშვები მე აქ, 13 წლის არიან, ტყუპები. არც გვჯერა, ეს კაცი გუშინ დაუკავებიათ. კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვილიშვილებთან, თან ჰყვებოდა ბავშვებს”, – ამბობს მეზობელი.

დაკავებულ კაცი ბრალის წაყენებას ელოდება, რის შემდეგაც აღკვეთ ღონისძიებაზე გორის რაიონული სასამართლო ისმჯელებს.