ჩვენი პოლიტიკური ფიგურები დააკვირდებიან არჩევნებს – გიგა ბოკერია

პარტია “ევროპული საქართველო” ახალი ინიციატივით გამოდის – გიგა ბოკერია ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, ისინი საარჩევნო პროცესს დამკვირვებლების სტატუსით დააკვირდებიან.

ბოკერიას თქმით, პოლიტიკოსების დაკვირვებით, გარკვეული რისკები შემცირდება.

,,ჩვენ ვაპირებთ დამკვირვებლად მივავლინოთ ჩვენი პოლიტიკური ფიგურები, ისინი, ვინც სიაში იყვნენ, ვინც მეორე ტურში აღარ არის და უფლება აქვს დაკვირვების, რომ გავურთულოთ ამოცანა კომისიის რიგით წევრებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, სრული პატივისცემით ვამბობ ამას, მათზე ზეწოლის, მათი კომპეტენციის პრობლემის. იგივე უნდა გააკეთონ სხვა პარტიების წარმომადგენლებმა, სადაც კომისიებში დამკვირვებლად პოლიტიკური ფიგურების მივლენა იქნება ფაქტორი, რომელიც რისკებს შეამცირებს”- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური შანსია “უზარმაზარი ბზარი გაუჩნდეს ივანიშვილის რეჟიმს”:

გვაქვს შანსი, რომ მეორე ტურებში დიდ ქალაქებში ისეთი შედეგი დავდოთ, რომ უზარმაზარი ბზარი იქნება ივანიშვილის რეჟიმისთვის. ეს იქნება საყრდენი, როგორც ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის შემდგომი კამპანიის, ისე პოლიტიკური დევნის შეჩერების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანიის, ქვეყნის შიგნით და გარეთ”, – თქვა ბოკერიამ.