რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს 984 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსს 219 329 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში, ინფიცირების 28 717 შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში სულ 7 861 681 ადამიანი დაინფიცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.