აი ბოკერია მაინც სულ სხვაა, ღალატის ხარისხში პირველობას მაინც არ თმობს?! – თაკო ჩარკვიანი

აი ბოკერია მაინც სულ სხვაა, ღალატის ხარისხში, პირველობას მაინც არ თმობს? – ამის შესახებ კანონი და სამართლის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

,,ვუსმენდი და ვფიქრობ: აი ბოკერია მაინც სულ სხვაა….ღალატის ხარისხში , პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი პოლიტიკოსებო ” კეთილშობილებო”, ეს აქცია 14-ში, პრეზიდენტის არჩევნების კი არა მოშიმშილე დაჭერილი კაცის- მესამე პრეზიდენტის სოლიდარობისთვის აქციააა! რა უბედურება გჭირთ, რა?!” – წერს ჩარკვიანი.

ცნობისთვის, 14 ოქტომბერს ,,ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართება. ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის , გიგა ბოკერიას თქმით, მისი პარტია აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.