მეორე ტურებში ოპოზიციის გამარჯვება ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნის დასასრული – საბა ბუაძე

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის  საბა ბუაძის განცხადებით, ოპოზიციის ინტერესებში მეორე ტურებში დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევაა.

“ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეორე ტურებს, რომელიც 20 ქალაქში არის დანიშნული მერების ნაწილში, ხოლო საკრებულოების ნაწილში 30 მუნიციპალიტეტში და მეორე ტური არის ის ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების ცვლილებასთან მიგვიყვანოს. მეორე ტურებში ოპოზიციის გამარჯვება, ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნის დასასრული,”-განაცხადა საბა ბუაძემ  “დღის კურიერში” .

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბრალდება სამართლიანმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომელსაც ექნება საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.

“მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოს ვერ ექნება ნდობა და ეს არის ის სასამართლო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს აეწყო, თავისი ბოლშევიკური შინაარსით, რომელსაც შეუძლია ადამიანის პატივი და ღირსება გაანადგუროს. ეს ხდებოდა როგორც 2012 წლამდე, ისე 2012 წლის შემდეგ,” – აღნიშნა ბუაძემ.