შალვა ნათელაშვილი – ხელისუფლების ცინიზმს საზღვარი არ აქვს, ქვეყანას მიათრევენ რუსეთ-ირან-თურქეთის ანტიამერიკულ ალიანსში, ამის გამო დილაადრიან ჩამოფრინდა შტატების თავდაცვის მინისტრი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

„ხელისუფლების ცინიზმს უკვე არავითარი საზღვარი არ აქვს, ქვეყანას მიათრევენ რუსეთ-ირან-თურქეთის ანტიამერიკულ ალიანსში. ამის გამო დილაადრიან ჩამოფრინდა შტატების თავდაცვის მინისტრი, ხოლო მთავრობა ურცხვად გვიცხადებს, რომ ეს ვიზიტი თურმე ამერიკასთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობის დასტური ყოფილა“, – წერს შალვა ნათელაშვილი.