გია ვოლსკი – ოპოზიცია თუ გაერთიანდება, ეს ერთადერთ მიზანს მოემსახურება, რომ „ნაცმოძრაობას” დაუდგნენ მსახურად

ოპოზიცია თუ გაერთიანდება, ეს ერთადერთ მიზანს მოემსახურება, რომ “ნაცმოძრაობას” დაუდგნენ მსახურად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციაში ე.წ. ჩრდილოვანი კოალიციური კაბინეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ადამიანები, ვინც„ნაციონალური მოძრაობის” გარეშემო ერთიანდებიან, ერთმანეთის მიმართ ზიზღით აღსავსე ადამიანები არიან.

“ჩრდილოვან კაბინეტზე დღეს ყველა საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობამ” რომ ლიდერობა აიღო თავიდან და შალვა ნათელაშვილის გარშემო შექმნა გარკვეული გაერთიანება, ამ გაერთიანების ახლიდან შექმნა უნდათ. ეს გაერთიანება იმდენად ეკლექტურია, რომ თუ გაერთიანდებიან, ერთადერთ მიზანს მოემსახურებიან, რომ „ნაცმოძრაობას” დაუდგნენ მსახურად, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას სიმრავლე და ფორმატი დაანახონ, რომელიც არა მხოლოდ ეკლექტურია, არამედ იმ ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ადრე თვითონვე არაერთხელ გაავრცელეს, ეს არის ერთმანეთის მიმართ ზიზღით აღსავსე ადამიანების გუნდი,”- განაცხადა ვოლსკიმ.