ამირან გამყრელიძე – ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო, ვითარება ისევ უარესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო და აღნიშნა, რომ ვითარება ისევ უარესდება. ამის შესახებ მან კავთისხევში განაცხადა, საიდანაც დღეს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.

„შიდა ქართლის სოფელი კავთისხევი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია და აქედან დაიწყო საქართველოში იმუნიზაციის მარათონი, რომელიც დაახლოებით 49 დიდ სოფელში ჩატარდება. სამწუხაროდ, ვითარება ისევ უარესდება. მეხუთე ტალღის დაწყების ყველა მონაცემია. „დელტა“ შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა და ახასიათებს ასეთი ორთვიანი ციკლები. ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.