მეხუთე ტალღა დაწყებულია, რთული ნოემბერი გველის, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლე.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება, მეხუთე ტალღა დაწყებულია. სამწუხაროდ, წინ ძალიან რთული ნოემბერი გველის. მისი გადავლა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა შესაძლებელია მისი თავიდან აცილება, რადგან დღეს უკვე გვაქვს ეფექტური იარაღი იმისთვის, რომ შევაკავოთ პანდემია და გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. პანდემიის შეკავებისთვის ერთ-ერთი მთავარი ვაქცინაციაა. საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ეს პროცესი მსოფლიოს ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ ეფექტურად მართა, ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ სწორი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რაც დაგვეხმარება შევაჩეროთ უხილავი მტერი და ერთმანეთის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.