მიხეილ სააკაშვილი – ძლიერ გულსატკენი, დაუმსახურებელი თავდასხმები ვერ შეარყევს ჩემს რწმენას და ვერც ჩემს სიყვარულს დედა ეკლესიის მიმართ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დაუმსახურებელი თავდასხმები  მის სიყვარულს დედა ეკლესიის მიმართ ვერ შეარყევს.  ამის შესახებ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.