ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი – მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, გარდაცვლილი ბოლო 6 თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა, ზურა ბერიძემ ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით პირველად ისაუბრა.

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზურა ბერიძემ.

სამართალდამცველებმა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურა ბერიძის საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. მათ შორის დავა იყო.