საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიც არის – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

“საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა,” – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისთვის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო პერსპექტივა. ისინი, ვისაც სურთ და მზად არიან, უფრო სწრაფად წავიდნენ წინ, არ უნდა შევაჩეროთ,” – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა.