გურჯაანში, მამაკაცმა სანადირო თოფიდან ცოლ-ქმარს ესროლა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

კახეთში, გურჯაანში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ა.ზ-მ სანადირო თოფიდან ცოლ-ქმარ, გურამ და მერი ზარდიაშვილების მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

მეზობლების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ორ ოჯახს შორის, წლების წინ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაწყებული კონფლიქტია.

პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.