დეპუტატები ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებენ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დეპუტატები ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებენ.

როგორც იცით, მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებებია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლა. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარიაა, ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძეა წარდგენილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი ზურაბ ალავიძე წარადგინეს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება