ირაკლი კობახიძე: რამდენი კაციც ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეკრებილი თავის აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება კონტრაქცია არ არის. ამის შესახებ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ოცნების“ აქციაზე მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებაზე იყო.
„არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეკრებილი თავის აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია თუ ნამდვილი, რეალური აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენებმა. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება, თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.