ზაალ უდუმაშვილი – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ზუსტად ასეა „ქართული ოცნების“ საქმე

ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო გაფართხალება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარისას აღნიშნა, რომელიც 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

„კარგად ვიცით, ამ აქციისთვის მზადება როგორ მიმდინარეობს. ყველა საჯარო უწყებას კონკრეტული დავალება აქვს მიცემული მუქარით, რომ თითოეული მათგანი დაკარგავს სამსახურს, თუ აქციაზე არ გამოცხადდება და აქციაზე კონკრეტული რაოდენობის ხალხს არ მოიყვანს. უამრავი ფული იხარჯება იმისთვის, რომ ეს ხალხი როგორმე, თბილისში ჩამოიყვანონ და მხარდამჭერებს დაანახონ, რომ ვიღაც მათაც უჭერთ მხარს, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია. ასეთი აქციები გვინახავს, რაც არის სასოწარკვეთილი და აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედება. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ზუსტად ასეა „ქართული ოცნების“ საქმე“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება” პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებას გეგმავს.