„ყველა მოსაზრებას, როგორი მწარეც არ უნდა იყოს, ვუდგები პატივისცემით, მაგრამ…”

მანანა ორბელიანის თემურ შაშიაშვილისადმი საჯარო მიმართვას

იხ.ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1/

უკვე გამოეხმაურა შაშიაშვილი და განაცხადა, რომ ის, როგორც ყოველთვის ახლაც ნებისმიერ მოსაზრებას პატივისცემით აღიქვამს.

-„ყველა მოსაზრებას, როგორი მწარეც არ უნდა იყოს, ვუდგები პატივისცემით. ყოველთვის ვერიდები და არ შემიძლია ზიზღით საუბარი, მაგრამ მე რომ ვინმე ბიძინა ივანიშვილის და ამ მთავრობის დამცველად და მაქებრად ჩავთვლის, კიდევ ერთხელ დიდ პატივისცემას ვაფიქსირებ წერილის ავტორისადმი, მაგრამ სრულიად გაუგებარია და აცდენილია სიმართლეს. საქმე ისაა, რომ ზოგი ბიძინა ივანიშვილის მაქებრად მიმიჩნევს, ზოგი პირიქით, თავად ბიძინას მტრად მივაჩნივარ, მაგრამ მე არავისი მტერი არ ვარ, მე საქართველოს ინტერესების დამცველი და უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი პიროვნება ვარ. კი ბატონო, მართალია მანანა ორბელიანი-მთავრობამ არაფერი გააკეთა, მაგრამ მეც ხომ სულ მაგას ვამბობდი და ვამბობ!

მახსოვს რა დიდი ზეიმით აღინიშნა რუსთაველის 800 წლისთავი და სულ ვფიქრობდი, რომ ეროვნული მთავრობა ათასჯერ უკეთესად ჩაატარებდა ამ საღამოს.

რუსთაველზე საუბრის უფლება ყველას აქვს, მაგრამ არც რუსტაველს სჭირდება ჩვენი დაცვა და არც პიარისთვის გამოყენება.

ადრეც გითხარით და კიდევ ვიმეორებ-მე ბედნიერი ვარ, რომ ისეთი კორიფეების გვერდით ვმუშაობდი ამ საკითხზე, როგორიც ბატონი რეზო ჩხეიძეა. როდესაც მან წერილი დაწერა, მე ხელი არ მომიწერია, რადგან მიმაჩნია, რომ არის საკითხები, რომელიც უფრო მეტად საზოგადო ადამიანებმა უნდა გააკეთონ, მე პოლიტიკოსი ვარ და არ მინდოდა ვინმეს პოლიტიკურ ჭრილში დაენახა ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ რეზო ჩხეიძემ 3 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ამ საკითხზე პრეზიდენტთან და მთავრობასთან შეხვედრა, აქედან გამომდინარე-როგორ მომეწონება და დავიცავ მთავრობის საქციელს? წინაზეც გითხარით, ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან არაფერი თქვა რუსთაველზე, მითუმეტეს რომ „ვეფხისტყაოსანი“ მიკრო გაერო იყო, სად ნახავთ ისეთ ნაწარმოებს, სადაც ამდენი სახელმწიფოა ერთად თავმოყრილი, მაგრამ ღარიბაშვილმა ეს შანსი არ თუ ვერ გამოიყენა.

გახსოვთ ალბათ, როცა პირველად გაზეთში დაიწერა, რომ იუნესკომ ეს წელი რუსთაველის წლად გამოაცხადაო, მე ვიყავი პირველი და ერტადერთი, რომელმაც მაშინვე განვაცხადე, რომ ეს არ იყოს სწორი ინფორმაცია და იუნესკო ასე რომელიმე წელს ვინმეს სახელობას არ ანიჭებს, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია და 2-3 წელი სჭირდება.

საოცარია, სად დაინახა წერილის ავტორმა ჩემი მხრიდან მთავრობის დაცვა, მოწონება და მომხრეობა…ნამდვილად არც პოპულარობისთვის წამომიწევია ეს თემა, მე რომ რეკლამა მდომებოდა, უფრო სხვანაირად მოვიქცეოდი. გახსოვთ ალბათ, რეზო ჩხეიძის წერილის წაკითხვა ჯერ სამებაში მოხდა, რომელ საღამოსაც თავად მანანა ორბელიანიც ესწრებოდა, შემდეგ კი რუსთაველის ძეგლთან წაიკითხეს ერტობის დარბაზის წევრებმა წერილი, მაგრამ იქაც გვერდზე ვიდექი, რომ როგორც პოლიტიკოსს რამე რ გამეფუჭებინა, სურათებიც კი არ გადამიღია…

დიახ, მეც ზუსტად ის ვთქვი, რომ ახლა მაინც უნდა მოხდეს გაერთანება, საჭიროა სამთა კავშირი-ხალხი, ეკლესია და მთავრობა და ახლა მაინც უნდა მოვითხოვოთ შემდეგი 2017 წელი გამოცხადდეს რუსთაველის წლად…მუშაობა, გაერთიანება და აქტიურობაა საჭირო…

რუსთაველი ყველა ქართველშია და ნამდვილად ყველას უნდა მისი იუბილის აღნიშვნა. რუსთაველი იყო სიყვარულის მქადაგებელი. ხომ გახსოვთ-„სიყვარული აგვამაღლებსო“, მეც ვცდილობ სიყვარულით ვიცხოვო და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე ერთობით და ამაღლებული სიყვარულით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ მომდევნო წელი ნამდვილად იქნება დიდი შოთას წელი“.

კომენტარის დატოვება