“გალიდან პირადი კონტაქტებით მეტად მძიმე მდგომარეობის შესახებ ვიღებ მონაცემებს!..”

ლაშა სტურუა

“პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის”
          თავმჯდომარე

სტურუა

იშვიათად ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, როდესაც დაბნეული ვარ კონკრეტული მოცემულობა-რეალობით და არ ვიცი რა გავაკეთო? საიდან დავიწყო და,რომ დავიწყო რა სავარაუდო შედეგებს უნდა ველოდე?..

– გალის რაიონის – ე.წ. – “სამხედრო ქალაქად” გამოცხადება – სწორედ ასეთი შემთხვევაა ჩემთვის,როგორც პოლიტიკოსისთვის, პარტიის ლიდერისთვის,ქართველისთვის და უბრალოდ მოქალაქისათვის!..

– ჩემს დაბნეულობას ისიც ამძაფერებს,რომ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ტრიალებს მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, პირადი კონტაქტებით კი მეტად მძიმე მდგომარეობის შესახებ ვიღებ მონაცემებს და საბოლოოდ შეიძლება ითქვას,რომ საინფორმაციო ვაკუუმში გახლავართ…

– პირდაპირ ვიტყვი,როგორც იურისტს კარგად მესმის ის,რომ – მე,როგორც რიგით მოქალაქეს არ უნდა მქონდეს ამბიცია ვფლობდე ზუსტ ინფორმაციას აღნიშნულ თემატიკაზე,რადგანაც იგი სახელმწიფო საიუდუმლოების შემცველია, მაგრამ იმის პრეტენზია კი ნამდვილად გამაჩნია,როგორც ამ ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს,რომ ვიცოდე ზოგადი მდგომარეობა აღნიშნულის შესახებ და უსაფრთხოების განცდა მქონდეს,რაც დღეს ნამდვილად დაკარული მაქვს!

– აღნიშნულის უზრუნველყოფა კი გუშინ ზარზეიმით დამტკიცებული – ე.წ. – “ახალი მთავრობის” – უპირობო მოვალეობაა და შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის – “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი – ჩვენი მთავრობისაგან მოვითხოვ პასუხს შემდეგ კითხვებზე:

1.მოგვაწოდოს ზოგადი,მაგრამ დამაჯერებელი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ვითარებაა გალის რაიონში?
2.მოგვაწოდოს ასევე ზოგადი,მაგრამ სიმართლის შემცველი ინფორმაცია – თუ რა კეთდება აღნიშნული მდგომარეობის გამოსასწორებლად?
3.გვსურს ვიცოდეთ, ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა მოსალოდნელი სავარაუდო საფრთხის თავიდან ასაცილებლად გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს?
4.გვაქვს თუ არა მშვიდად ყოფნის საფუძველი და ექვემდებარება თუ არა სიტუაცია კონტროლს?
5.არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხომ არ არის ღია აგრესიის საფრთხე და შესაბამისი მზადყოფნის აუცილებლობა?

– და ბოლოს – რჩევის სახით: – “სირაქლემას პოზაში” ყოფნით პრობლემა არ დაიმალება,ისევე,როგორც “შუბი ხალთაში”…
ასე,რომ ბატონებო, როგორც ამ უმტკივნეულეს, ისე სხვა პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში – გირჩევთ შეცვალოთ დამოკიდებულება ზოგადად!..

კერძოდ:
– იმას ვისაც პრობლემის მოგვარება სურს კი არ მალავს მას,არამედ პირიქით სააშკარაოზე გამოაქვს, ნათელს ჰფენს და უკვე გაცხადებულზე – მისი აღმოფხვრის გზებზე მუშაობს!
– ავადმყოფობის გამოვლენა თუ გვინდა, ექიმთან უნდა მივიდეთ,რათა დიაგნოზი დაგვისვას და შემდეგ რეცეპტი გამოგვიწეროს რათა განვიკურნოთ!
– სხვა შემთხვევაში კი – ავადმყოფობის დამალვას გარკვეული პერიოდი შევძლებთ,მაგრამ დაავადებული ორგანო მთელ სხეულს დააავადებს და მერე ექიმიც უძლური აღმოჩნდება!

გაფრთხილდით ბატონებო და მიმართეთ – ექიმს,
“მის უზენაესობა – ქართულ საზოგადოებას” და მოეშვით თვითმკურნალობას,რადგან ამან შესაძლოა “პაციენტი” – ჩვენი საყვარელი სამშობლო – საქართველო, ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს!
… ნუ რისკავთ, მიმართეთ ექიმს!!!

კომენტარის დატოვება