იანოშ ჰერმანი: ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას უამრავი სარგებელი აქვს

2016 წლის 1 ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა.

   ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების სრულად ამოქმედება რეგიონში უპირატესობას მოუტანს.

“ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას უამრავი სარგებელი აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს უკეთესი საერთაშორისო მდგომარეობაა. ყველა რეფორმას, რომელიც დამატებით განხორციელდება, რეგიონულ დონეზე ექნება გავლენა. თუ ყველაფერი შესრულდება, ეს საქართველოს სტატუსზე მთელს რეგიონში იმოქმედებს. ეს არ არის მხოლოდ თეორია, რადგან შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული მაგალითები ყველა სფეროში.

 

უკვე მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, გაუმჯობესება. უკვე იგრძნობა ეკონომიკური სარგებელიც. ასოცირების ხელშეკრულებაში ჩვენ გვაქვს უმაღლესი სტანდარტები, უკეთეს გარემოსთან დაკავშირებითაც” – განაცხადა  ჰერმანმა.

კომენტარის დატოვება