“სტეპი”- 1 წლის გახდა – წინ კიდევ ბევრი პროექტია…

თამთა მარგველაშვილი

“სტეპის” თავმჯდომარე

სტეპის გუნდისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა. დღეს სტეპი 1 წლის გახდა და, რა თქმა უნდა, ადამიანებმა სტეპის ქალაქიდან ეს თარიღი ნაყოფიერად და პოზიტიურად გაატარეს.

15211539_10207674890858296_1957663907_n

27 ნოემბერს, მიუხედავად დაბადების დღისა, სტეპი აქტიურ მუშაობას შეუდგა და  თსუ-ს პირველ კორპუსში გაიმართა მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016 – ის პირველი შემაჯამებელი შეხვედრა.

პროექტის მიზანია დაეხმაროს დამწყებ სპიკერებს თავის რეალიზებაში და იმ უნარ-ჩვევების გამოვლენასა თუ დახვეწაში, რომელიც მათ მომავალ წარმატებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია 9 გუნდი. თითოეული გუნდიდან კი არჩეულ თემაზე პრეზენტაციას მხოლოდ ორი წარმომადგენელი (სპიკერი) ჰყავს.

პრეზენტაციებს აქტიურად აკვირდებოდნენ და აფასებდნენ პროექტის ხელმძღვანელები, ჯგუფის ლიდერები, ჟიურის წარმომადგენლები, თანაგუნდელები და ოპონენტები, მედიის წარმომადგენლები  და ფსიქოლოგები. შესაბამისად, სპიკერები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე იდგნენ. დღევანდელ შეხვედრაზე წამოიჭრა განათლებისა და კულტურის საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური, მრავალფეროვანი თემები. მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითებზე, როგორიცაა:

„ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და ამ კუთხით მდგარი გამოწვევები“ (გუნდი –  “TSU TEAM”, სპიკერები: ესმა გუმბერიძე, ელენე ძაძამია),

„სკოლამდე აღზრდის დაწესებულებები (გუნდი – „SBA TEAM”, სპიკერები: ალტა ფანჩვიძე, მანანა ტყეშელაშვილი)

„სასკოლო ბარიერი და უნივერსიტეტში მიღების სისტემა“ (გუნდი – „MERMISI TEAM”. სპიკერები: ელისო დავლიანიძე, ანა ტორჩინავა)

„სასკოლო განათლება“ (გუნდი – “Warrior Speaker’s Club”, სპიკერები: მარიამ რატიანი, თათია ნადირაშვილი)

„ზედმეტი განათლების პრობლემა“ (გუნდი – „FORTORATOR”, სპიკერები: ნინი სანაძე, ირინა გელაშვილი)

„არაფორმალური განათლება და საქართველო“ (გუნდი – „PHOENIX”, სპიკერები: მარიამ ჩხიკვაძე, გიორგი ცოტნიაშვილი)

„კულტურის გავლენა განათლების მიღებაში“ (გუნდი – „Step Forward”, სპიკერები: თიკა მაღლაკელიძე, დავით ბიბილეიშვილი)

„უმაღლესი განათლების პრობლემა“ (გუნდი – „Destroyers”, სპიკერები: მარიამ ოდიკაძე, ნიკა გოგბერაშვილი.

„სქესობრივი განათლება“ (გუნდი – „VESTA”, სპიკერები: ბექა ჯაყელი, ეკა წილოსანი).

მსმენელთა აუდიტორია საკმაოდ კრიტიკული აღმოჩნდა, სპიკერებმა ბევრ რთულ, „ჩამჭრელ“, ემოციებით დატვირთულ კითხვებს საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. გამომდინარე იქედან, რომ თითოეულ პრეზენტაციაზე რეგლამენტით განსაზღვრული დრო გახლავთ 13 წუთი, თემის სრულად ამოწურვა ამ დროში საკმაოდ რთულია და სწორედ ამაშია საჯარო გამოსვლის და სპიკერობის ხელოვნება. კითხვა-პასუხის რეჟიმს ეთმობა მხოლოდ 5 წუთი, ხოლო ჟიურის შეფასებას 2 წუთი. ჟიური ხუთბალიანი სისტემით აფასებდა პრეზენტატორებს.

დღევანდელ შეხვედრას  განსაკუთრებული ელფერი შესძინა ივენთ კომპანია „TK-surprise” – ის მოულოდნელმა სტუმრობამ, რომლის წარმომადგენლებმა თიკო ტურაბელიძემ და თეკლა ასათიანმადაბადების დღე მიუცლოცა სტეპის გუნდს და მონაწილეებს საუკეთესო წვეულების მოწყობას დაჰპირდა.

შეხვედრის დასასრულს, მოწვეულმა სტუმარმა, “Aviation consulting group”  დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ქარქაშაძემ და ჟიურის თავმჯდომარემ, ზურაბ ხურცილავამ, სპიკერები შეაფასეს და შეხვედრის რეზიუმი გააკეთეს.

დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი, ინფორმაციული და პოზიტიური აღმოჩნდა. მათ საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ჟიურის წევრების რეკომენდაციები. ახალგაზრდებმა ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური თემები განეხილათ, გამოეცადათ თავიანთი უნარ-ჩვევები, ხოლო დამსწრეთათვის რელევანტური ინფორმაციები მიეწოდებინათ. დღევანდელი კვირის რეიტინგის პირველ ნომრად ჟიურის შეფასებით ჯგუფი „ფენიქსი“ დასახელდა. როგორც ჯგუფის ლიდერი , თორნიკე ყიყიშვილი, აცხადებს, ძალიან კმაყოფილია და კიდევ უფრო დიდ სიურპრიზებს გვპირდება.

დიდი ენთუზიაზმით ველოდებით შემდეგ შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, თუმცა მანამდე მონაწილეებს წინ კიდევ ერთი ტრენინგი ელოდებათ.

თუ გინდათ უფრო მეტი გაიგოთ სტეპელებზე იხილეთ ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%92%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0/

კომენტარის დატოვება