ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა ყველაზე აუცილებელია, დავიცვათ თითოეული ჩვენი ხმა – ხატია დეკანოიძე

ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა ყველაზე აუცილებელია, დავიცვათ თითოეული ჩვენი ხმა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების გამოქვეყების შემდეგ, რომლის თანახმადაც ის ლიდერობს.

დეკანოიძის თქმით, უბნებზე მათი დამკვირვებლები არიან მობილიზებული.

„როგორც ვნახეთ, ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეების ხმების ასახვა, მათ შორის ქუთაისშიც. ახლა ყველაზე აუცილებელია, დავიცვათ თითოეული ჩვენი ხმა. ჩვენს უბნებზე დამკვირვებლები არიან მობილიზებული. ახლა მე მინდა, მოვუწოდო ჩემს კონკურენტს, ნუ იკადრებენ ყველაფერს, რადგანაც არ ეკადრება ამ ევროპულ და ძალიან მნიშვნელოვან ქალაქს ის, რასაც მთელი დღის განმავლობაში კადრულობდა „ქართული ოცნება“ და არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ საქართველოში.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. მაშ ასე, უბნების დაცვა და თოთოეული ხმის დაცვა არის აუცილებელი, რასაც გავაკეთებთ თანამებრძოლებთან ერთად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.