ცესკოს პირველადი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძე 55.96 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 44,04 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, 769 უბნიდან დათვლილია 107 (13.914%) უბანი.