ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, რუსთავში ნინო ლაცაბიძეს ხმების 53.72% აქვს, ხოლო დავით კირკიტაძეს 46.28%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იმარჯვებს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს ხმების 53.72 %  აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 46.28 %.

ცესკო-ს მონაცემებით, 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 88-ვე (100%) უბნის მიხედვით.

ფოტო 1tv.ge