ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ქუთაისში  იოსებ ხახალეიშვილს ხმების 51,64 % აქვს, ხოლო ხატია დეკანოიძეს 48,36%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი იმარჯვებს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს ხმების 51,64 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს 48,36 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, სულ 124 უბნიდან მონაცემები დათვლილია 124 (100%) უბნის მიხედვით.

ფოტო 1tv.ge