ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ბათუმში არჩილ ჩიქოვანს ხმების 51,02% აქვს, ხოლო გიორგი კირთაძეს 48,98 %

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი იმარჯვებს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს ხმების 51,02 % აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი კირთაძეს 48,98 %.

ცესკო-ს მონაცემებით, სულ 105 უბნიდან მონაცემები დათვლილია 105 (100%) უბნის მიხედვით.

ფოტო 1tv.ge