„სამართლიანი არჩევნები“ – ტექნიკურად, არჩევნების დღე კანონით დადგენილი წესებით წარიმართა, თუმცა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა თავისუფალი ნების გამოვლენაზე

„სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების დღის შემაჯამებელი შეფასება წარადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს რვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და სამ თვითმმართველ თემში დააკვირდა.

მათივე ცნობით, ამ მუნიციპალიტეტებში ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 15 მობილური ჯგუფისგან, 542 საუბნო და 29 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლებისგან შედგებოდა. კიდევ 12 მუნიციპალიტეტში, სადაც მერის არჩევნები გაიმართა, ორგანიზაციას მობილური ჯგუფის დამკვირვებლები ჰყავდა. „სამართლიანი არჩევნები“, 100 დამკვირვებლის მეშვეობით, უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც დააკვირდა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password