ქვეყანამ უხილავ მტერთან ბრძოლა წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელისა და რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო – გიორგი ფხაკაძე

ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას – წავაგეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადევბს.

„ჩვენ, ყველამ ერთად წავაგეთ.  ჩემმა მეგობარმა დაწერა და მე 100%-ით ვეთანხმები:

ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას- წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით კი შეაკავებს მტერს ნაწილობრივ, მაგრამ არასრულფასოვნად.

წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმა პასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო! რეალურად საქართველოს მოსახლეობის 5% არის სრულიად აცრილი ფაიზერის კოვიდ ვაქცინით. საფრანგეთში მოსახლეობის 86.6% (12 წლის ზევით) არის სრულიად ვაქცინირებული. ყველა არგუმენტი, მოსაზრება, საუბარიც კი ზედმეტია. ჩვენ ყველა ერთად წავაგეთ,” – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში და თან ფოტოს სახით შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.