ლიზა იასკო: სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება – უბრალოდ მოცდა, რომ ადამიანი გახდება ძალიან ცუდად, ეს არასწორი და სამარცხვინოა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, ლიზა იასკოს განცხადებით,  მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველთვის უარესდება და მოცემული მომენტისთვის მას უკვე 20 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული. ამის შესახებ მან სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა.

„სამწუხაროდ, ძალიან მტკივნეულია  ყოველთვის იმის ნახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. სასურველია, რომ იყოს მხარდაჭერა და ხელისუფლების მხრიდან მოქმედებები სრულიად განსხვავებულია, რადგან უბრალოდ მოცდა, რომ ადამიანი გახდება ძალიან ცუდად, ეს ძალიან არასწორია და სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება.

ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც და ზოგადად, რაიმე მომავალიც კი.

მე ძალიან მტკივა ამის დანახვა, ამაზე საუბარი და იმის ყურება თუ როგორ ხდება ის სულ უფრო უარესად ყოველდღიურად. მას ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ლიზა ისაკომ.