ეუთოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გახსნაზე ნინო ბურჯანაძე არ მიიწვიეს

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გახსნაზე ნინო ბურჯანაძე არ მიიწვიეს. ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებს, რომ ბურჯანაძის მიწვევა ელემენტარული ეტიკეტის დაცვა და ღირების საკითხი იყო დავით უსუფაშვილისთვის.

“დღეს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბელას 25-ე სესია გაიხსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 6 წლის განმავლობაში იყო ეუთოს საპარლამენტთაშორისო ასამლეის ვიცე-პორეზიდენტი და ის არ არის მიწვეულია ასამბლეაზზე.

მისი მოწვევა ელემენტარული ეტიკეტის დაცვა და ღირების საკითხი იყო დავით უსუფაშვილისთვის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარის დატოვება