ბორის ჯონსონი კლიმატის ცვლილებაზე: განკითხვის დღის საათზე შუაღამემდე ერთი წუთი რჩება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ

განკითხვის დღის საათზე შუაღამემდე ერთი წუთი რჩება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კლიმატის ცვლილების საკითხზე გლაზგოში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

„კაცობრიობას უკვე დიდი ხანია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული დრო ამოეწურა. განკითხვის დღის საათზე შუაღამემდე ერთი წუთი რჩება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. თუ დღეს კლიმატის ცვლილების საკითხს სერიოზულად არ მივუდგებით, ხვალ ჩვენი შვილებისთვის ამის გაკეთება გვიანი იქნება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.