მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი თამთა მეგრელიშვილი ავრცელებს.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, სააკაშვილი კი არ შიმშილობს არამედ ვერ ჭამს და სააკაშვილი მზად იყო სცენარისთვის- დაეჭირათ და მოეთავსებინათ საპყრობილეში და „ეშიმშილა”.

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაკეთდა. მიხეილ სააკაშვილი კი არ შიმშილობს არამედ ვერ ჭამს!

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლამდე მზად იყო სცენარისთვის – გამოსულიყო ნაციონალური მოძრაობის აქციაზე და მოეხდინა პოლიტიკური ფურორი;

მიხეილ სააკაშვილი მზად იყო სცენარისთვის – სატვირთო მანქანის მაცივარში მჯდომი როგორ გაიტაცეს უცხო ქვეყნის სპეც სამსახურებმა; მიხეილ სააკაშვილი მზად იყო სცენარისთვის- დაეჭირათ და მოეთავსებინათ საპყრობილეში და „ეშიმშილა” ის დღეს ზის ქართულ ციხეში და კი არ შიმშილობს არამედ ვერ ჭამს, ბევრს ვერ ჭამს!

ვინმემ უთხარით ელენე ხოშტარიას რომ ტყუილა შიმშილობს რა, უთხარით ამ გოგოს სიმართლე რა… ასე დასრულდა სააკაშვილის თავგანწირვა “შიმშილობით” დაამტკიცოს რაღაც რა ჯერ ვერავინ გაიგო კუჭის რეზექციის შემდეგ ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში საკვებს ვერ იღებს, წყალსაც კი ზომიერად სვამს.

მაინც ყოჩაღ მიშას რეზექციის მერე ლიტრობით ლიმონათი აქვს დალეული ახლა რაციონში დაამატა ფაფები და ლომონათიც ნატურალური წვენით ჩაანაცვლა. ნაციონალებო თქვენი საკუთარი მიშა თქვენც გატყუებდათ”, – აცხადებს თამთა მეგრელიშვილი, რომელიც „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ინფორამციას.