ნიკა მელია: სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დღეები და საათები დათვლილია – გპირდებით, ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები, ან არ ვიქნებით სახლში შესულები!

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დღეები და საათები დათვლილია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დღეები და საათები დათვლილია. რცხვენოდეს, ვინც ბრიფინგზე დააყენა სუს-მა. ბაჩო მგელაძე ჩემი კურსელი და ჯგუფელი იყო. 5 წელი ერთ სალექციო აუდიტორიაში ვსწავლობდით და საცხოვრებელ კორპუსში ვცხოვრობდით. ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით.

ეს ადამიანი გამოდის ახლა და საუბრობს, რომ მათ შორის, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მკვლელობას გეგმავენო. აქედან მივმართავ ბაჩოს, ხომ ვმეგობრობდით ძალიან ახლოს, მოაყოლე ვის მკვლელობას აპირებენ, იქნებ შენი ყოფილი ახლო მეგობრის?! თქვი, რატომ არ უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის უსაფრთხოება?! ეს ყველაფერი ბლეფია! რამდენია ასეთი ადამიანი, უკადრებელს არ იკადრებდა, დღეს კი ვხედავ, რომ ტყვეობაში ჰყავთ. რასაც ეტყვიან, ისეთ ბრიფინგს ატარებინებენ. ეს ადამიანებიც დასახსნელნი არიან!

3 თვის წინ, ეს ადამიანი ჩვენი ერთ-ერთი კურსელის დედის გასვენებაში შემხვდა. მე არ გამიკრიტიკებია „ქართული ოცნება“ ისე, როგორც ეს აკრიტიკებდა! ისეთი უშვერი სიტყვებით არ მომიხსენიებია მგონი „ქართული ოცნება“ როგორც ეს აკრიტიკებდა. ეს ადამიანი დღეს ბრიფინგზე დგას და „ქართული ოცნების“ რეჟიმის სახელით განცხადებას აკეთებს. ბოლო წვეთი იყო ეს!

იარაღმიბჯენილი ადამიანები საუბრობენ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ტელევიზიებით, ეს ადამიანები ტყვეობაში არიან, ისეთივეში, როგორშიც მიხეილ სააკაშვილი ჩააგდეს.

ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე! ეს გამარჯვება იქნება! გპირდებით, ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები, ან არ ვიქნებით სახლში შესულები! რამდენი ვართ, რამდენ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა 30 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა გომელაურმა ორშაბათს, 20:00 საათზე დაითვალოს, თუ მანამდე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საავადმყოფოში “, – აღნიშნავს მელია.