ხატია დეკანოიძე – დღეს გადის ულტიმატუმის ვადა, თუ არ გადაიყვანენ სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო ცენტრში, ხვალ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე

დღეს გადის ულტიმატუმის ვადა, იმ შემთხვევაში, თუ არ გადაიყვანენ სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო ცენტრში, ხვალ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი დიდი პროტესტი, უწყვეტი პროტესტი. სუს-ის განცხადებებზე დიდი ხანია, კომენტარს ვეღარ ვაკეთებ. ჩვენი მოთხოვნა არის კონკრეტული, გადაიყვანონ და გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე. კადრებთან დაკავშირებით ძალიან სწორი პოზიცია აქვს სახალხო დამცველს. მის მოადგილესთან ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო ის მილიგრამები, რომელიც უშუალოდ ჩაენაცვლა მედიკამენტს, ვინაიდან კუჭი უღიზიანდება ამდენი წამლებით, როდესაც მშიერია. ექიმის კაბინეტში, ექიმის თანდასწრებით მიიღო და ჩაანაცვლა, მილიგრამბეზეა საუბარი, ის მინერალური დანამატი, რომელიც აუცილებლად სჭირდება, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს. ის, რაც იკადრა და გააკეთა ხელისუფლებამ და რაზეც ადამიანები დამცინავ კომენტარებს აკეთებენ, ეს არის უფრო ამორალური ფსკერი, ინტელექტუალური ფსკერი. რადგან, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე და ახლა ეს არის მნიშვნელოვანი. ყველას საზრუნავი უნდა იყოს. არავინ აღარ დარჩა ალბათ გონიერი „ქართულ ოცნებაში“. არ მაქვს მაღალი წარმოდგენა მათ კომპეტენციაზე, მაგრამ მიიღებენ მძიმე შედეგს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.