აკაკი ზოიძე პარლამენტს ახალ ინიციატივას სთავაზობს

-„თამაბაქოსა და ნავთობროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სწორედ აქედან შემოსული თანხით უნდა დაფინანსდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიმართულებები“-მიიჩნევს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯომარე აკაკი ზოიძე. მისივე თქმით, ჯანმრთელობის დაფინანსების საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა არის სწორედ აქციზიდან, მათ შორის თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელისა და ნავთობპრუდუქტების აქციზისგან მიღებული შემოსავალი.

„ეს პროდუქტები ჯანმრთელობას აყენებენ ზიანს და მაგალითად საქართველოში, ყოველი სამიდან 2 ადამიანი კვდება თამბაქოს წევით გამოწვეული დაავადების გამო. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საგანგაშოა, რომელთა ლომის წვლილი მოდის სწორედ ნავთობპრუდქტებზე, ტექნიკურად გაუმართავ მანქანებზე და შესაბამისად, ყველა ის ზომა, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პირველ ყოვლისა მომართულია ჩვენი თანამოქალაქეების, მომავალი თაობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

თამბაქოს წევასთან ბრძოლის ორი ეფექტური მეთოდი არსებობს: საზოგადოებირვი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა და აქციზის მომატება, რათა ფასი იყო მაღალი, იმისთვის რომ ახალი თაობა არ ჩაერთოს თამბაქოს მოხმარებაში“.

ზოიძემ აქვე დასძინა, რომ მხოლოდ აქციზის გაზრდა მოწევას ვერ შეამცირებს და დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, მაგალითი მისცენ საზოგადოებას და დეპუტატებმა უარი თქვან მოწევაზე და პარლამენტში, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში, მოწევა აიკრძალოს.

 

კომენტარის დატოვება