მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია – ადვოკატი

პატიმარი მესამე პრეზიდენტის ადვკკატის განცხადებით, სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში მოთავსებულია კანონდარღვევით.

“მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში მოთავსებულია კანონდარღვევით, მისი ნების საწინააღმდეგოდ. ეს უკვე უპირობო საფუძველია იმისა, რომ ის მე-18 დაწესებულებიდან იქნეს გადაყვანილი.

კონსილიუმის რეკომენდაციაში ჩამოთვლილი ტექნიკური აღჭურვილობა და სამედიცინო პერსონალი არ არის მე-18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი აქ არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ექსპრეზიდენტის მორიგმა სასამართლო სხდომამ ისევ მის გარეშე ჩაიარა.