არმაზ ახვლედიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

„ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადება ახვლედიანმა, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა. არმაზ ახვლედიანის თქმით, ის მაჟორიტარი კანდიდატი ბათუმში იქნება.

ახვლედიანმა ყოფილი თანაგუნდელების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ახვლედიანი ამბობს, რომ ხელისუფელბამ ოთხი წლის განმავლობაში ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

 

კომენტარის დატოვება