რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან ახალი საგუშაგო მოაწყვეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ კირბალთან ახალი საგუშაგო მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ავრცელებს. მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები განთავსების არეალს აფართოებენ, ხელისუფლება კი ამ უკანონო ქმედებას ისევ დუმილით პასუხობს.

,,აღმოვაჩინეთ ახალი საგუშაგო, რომელსაც რუსები აშენებენ სოფელ კირბალში. ეს გახლავთ დაახლოებით 200 მეტრი ოკუპაციის ხაზის შიგნით და ნიშნავს იმას, რომ რუსები აფართოვებენ და უფრო მასშტაბურს ხდიან თავის იქ ყოფნას, – თქვა ქაცარავამ.