გორის ჰოსპიტალიში სააკაშვილის მკურნალობა აბსოლუტურად შესაძლებელია – ელენე ხოშტარია

ჩემს შვილს მერე რა ვუთხრა, რომ ადამიანს კლავდნენ და მე რა ვქენი? ან ადამიანს კლავდნენ და მე მაქსიმუმი ვქენი? ეს კითხვა მართლა მჭამს და მე მგონია, რომ ბევრ ადამიანს არ ჭამს – აცხადებს “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ორი კვირაა შიმშილობს.

მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის სიცოცხლის გადარჩენა.

,,გორის ჰოსპიტალზე მე მქონდა კონსულტაცია ექიმებთან, არაერთ პროფესიონალთან. მე არ ვარ ამის სპეციალისტი და ჩემთვის გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი. კიდევ ერთხელ, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს არ არის პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არ არის პოლიტიკური თამაში. ეს არის სიცოცხლის გადარჩენა. მე არ ვიცი, ამაზე უფრო ფასეული, რა შეიძლება იყოს!”- განაცხადა ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში.