გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, უკვე აღარ საჭიროებს დისკუსიას – კელი დეგნანი

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა. როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარაა საჭირო დისკუსია და დებატი, მას უნდა მიეცეს საშუალება ყველა სათანადო მკურნალობის.

“ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, უკვე აღარ საჭიროებს დისკუსიას, რომ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადაიდგას მისი მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთა გუნდს. მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული და ის საჭიროებს სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას, იმისათვის, რომ რაც მოხდა ის აღარ განმეორდეს. ამ საკითხზე დიდ ყურადღებას ამახვილებს არამხოლოდ შტატების საელჩო, ასევე საქართველოს მეგობარი სხვა ქვეყნებიც. ჩემთვის რთული გასაგებია, რატომ არ არის მიღებული საჭირო ზომები იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცული იქნას,“ – ამბობს კელი დეგნანი.