გაძვირდება თუ არა პური?

ლევან სილაგავა

ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი

%d1%81%d0%bd%d0%b8%d0%bc%d0%be%d0%ba

-„სავარაუდოა, რომ აქციზის გაზრდა, რომელიც იგეგმება ნავთობზე, თავისთავად აისახება იმ კომპონენტში, რომელიც შედის პურში, პურის ძირითადი კომპონენტებია ფქვილი, ტრანსპორტირება და გაზი, თუ ამ კომპონენტებს გავყვებით, ჩვენი ფედერაციის სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ჯერ-ჯერობით სტაბილურობას ვინარჩუნებთ, მაგრამ ხორბალზე დოლარის რყევამ გამოიწვია ის, რომ უფრო ძვირად გვიწევს პარტიების შემდგომი შემოტანა. გაძვირებულია ფრახტიც, მაგრამ ფქვილის ფასზე ძალიან სერიოზული ასახვა არ იქნება, დღეს ფასია 33,5, ასე ვერ დარჩება, მაგრამ გადამწყვეტი არ იქნება. მაგრამ აქცისზე ზრდა გამოიწვევს გაზის და ტრანსპორტირების ზრდას. ფქვილის გამო პურის ფასი არ გადაიხედება, მაგრამ სხვა კომპონენტებზე ვერაფერს გეტყვით. მეპურეები ალბათ თავიანთ განცხადებას გააკეთებენ, მაგრამ ახლო პერსპექტივაში არ არის გათვალისწინებული პურის ფასის ზრდა, ეს ჩემი აზრია, ყოველ შემთხვევაში ახლა წლამდე და შემდეგ ახლო პერიოდში“.

კომენტარის დატოვება