სააკაშვილის ხარჯები შეიძლება ეგზოტიკურად გამოიყურება, თუმცა არსად არ არის გაწერილი, რა ფორმით ინახავს სახელმწიფო პრეზიდენტს – გიგი უგულავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ თანხების გახარჯვის წესი არ არსებობს, ამიტომ სასამართლო პროცესი უსამართლოა.

„მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეგ პრობლემა მეც მქონდა, ეგ პრობლემა მიშასაც აქვს და ყველა დღევანდელ თანამდებობის პირს. მაგ მუხლით შესაძლებელია ყველა პრემიერ-მინისტრის და მერის დაჭერა და შეიძლება ბევრი ხარჯი ეგზოტიკურად გამოიყურება, თუმცა არსად არ არის გაწერილი რა ფორმით ინახავს სახელმწიფო პრეზიდენტს და მის ოჯახს, რაც იმას ნიშნავს, რომ რახან არ არსებობს არანაირი სტანდარტი, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თუ როგორ განკარგოს ხარჯები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.