მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: უცნაური ინტერპრეტაციები იყო შემოთავაზებული, რომ საიდუმლო დოკუმენტებით შეიძლება შვილის განათლების ხარჯის დაფინანსება

უცნაური ინტერპრეტაციები იყო შემოთავაზებული იმასთან დაკავშირებით, რომ საიდუმლო ხარჯებითა და დოკუმენტებით შეიძლება შვილის განათლების ხარჯის დაფინანსება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ ხარჯებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი განმარტებები მართლაც უცნაურია.

„უცნაური ინტერპრეტაციები იყო შემოთავაზებული იმასთან დაკავშირებით, რომ საიდუმლო ხარჯებითა და დოკუმენტებით შეიძლება შვილის განათლების ხარჯის დაფინანსება და ასე შემდეგ და თითქოს, ეს კავშირში არ არის კორუფციასთან. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოტოქსებსა და კურსებზე, რომელიც მან გაიარა. მართლაც უცნაურად გამოიყურებოდა ასეთი განმარტებები“, – განაცხადა სარჯველაძემ.