„ან ქუჩა ვარყიოთ, ან პარლამენტი – პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა“ – თაკო ჩარკვიანი

„მანდატის გამოყენება, მათ შორის ქუჩის აქციების დროს, აუცილებელია“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა TV კავკასიის ეთერში განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ქართული საზოგადოება ცუდ დღეშია, ასეთი ხელისუფლება ჯერ ჩვენ არ გვყოლია.

ამასთან, ჩარკვიანი ამბობს, რომ აუცილებელია მოქმედება რადგან პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა.

„საქართველო არის უმძიმეს მდგომარეობაში, ასეთი ხელისუფლება არ გვყოლია. თუ ქუჩა არ გააქტიურდა და თუ მანდატიც დატოვე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია აღარ იარსებებს. არ დაიჭირეს და არც ახლა იჭერენ ამ ბოიკოტს, ამიტომ თუ არ გამოიყენე ის მანდატი არც დიპლომატებთან და ქუჩაშიც ვერ აღმოჩნდი სიმაღლეზე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქართული საზოგადოება. ქუჩა უნდა ვაზანზაროთ. ძალიან გამიხარდებოდა, იმ დღეს მაგალითად თუ იქნებოდა 40-ზე მეტი მანდატი და პროტესტით, ბრახუნით ამ ლაზღანდარობას, ამ სრულიად მანიაკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს წულუკიანს.

ამიტომ ვამბობ, შემომაქვს წინადადება, რაღაც ვქნათ, ბატონებო, ან ქუჩა ვარყიოთ, ან პარლამენტი. ადამიანებმა უნდა დაინახონ რაღაც – პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა. არ მომწონს ენმ-ს აქციები. მათი ამომრჩევლის ნაწილი აბსოლუტურად ჩემს აზრზეა“, – აცხადებს ჩარკვიანი.