შეერთებულმა შტატებმა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა

შეერთებული შტატები ჩინეთში დაგეგმილ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ BBC იუწყება.

ოლიმპიადაზე ამერიკელი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა თამაშებზე ოფიციალური დელეგაცია არ გაიგზავნება.

ბოიკოტის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასიური დარღვევაა.

„აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და სისასტიკის ფონზე ოლიმპიადაზე დასწრება უბრალოდ არ შეუძლია“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ.

აშშ-ის გადაწყვეტილებას ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა უპასუხა და განაცხადა, რომ დიპლომატების ბოიკოტი ოლიმპიადაზე გავლენას არ მოახდენს.

„არავის აინტერესებს ეს ხალხი მოვა თუ არა და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებაზე“, – განაცხადა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა ლიუ პენგიუმ.

აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა, რომ დიპლომატიური ბოიკოტი სხვა დასავლურმა ქვეყნებმაც გამოაცხადონ.

პეკინის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.