„უდიდესი ახალი ამბავია, ეს 10 ათასობით ადამიანში ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა” – გიორგი ფხაკაძე პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე

ადამიანებში, ვინც ვაქცინირებულები არიან და დაინფიცირდნენ კოვიდით, პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ,,palitranews” – ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველავარიანტში, აცრა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

,,10 ათასობით ადამიანში ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ადამიანები, ვინც ვაქცინირებულები არიან და დაინფიცირდნენ კოვიდით, პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება.

ეს არის უდიდესი ახალი ამბავი. ჩვენ ვიცით, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ის რთული პროცესი, რომელსაც ადამიანები გადიან კოვიდის შემდეგ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აცრა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს არის ურთულესი მდგომარეობა, რომელიც 200-მდე სხვადასხვა ტიპის სიმპტომს უტოვებს ადამიანს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი მეგობრების უფლებებს!” – განაცხადა ფხაკაძემ.