ხელვაჩაურში კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მეზობლების თქმით, კაცის მეორე შვილმა, გოგომ და დედამ გაქცევით გადაირჩინეს თავი.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივების თქმით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.