საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას” მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „მერსედესი ვიტოს“ ავტომანქანას დაეჯახა, რა დროსაც „ტოიოტას“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ბინაზე უკვე გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის მუხლით დაიწყო.