პაატა მანჯგალაძე – ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა იმ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება

ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა იმ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ყოველდღე იმდენი ადამიანი იღუპება, რომ სპორტის სასახლეს გაავსებდა. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მოწინავეა და ეკატერინე ტიკარაძე სადაც არ უნდა წავიდეს, ეს პასუხისმგებლობა ყველგან გაჰყვება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.