მიხეილ სააკაშვილი – პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი, ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის

პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება, – ამის შესახებ გორის ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდნეტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მითუმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა.

ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა „ინკლუზიურ პროცესებზე”, ეს პრაქტიკულად განხორციელდება.

ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის“,- წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის „ფეიბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.