“ნაციონალური მოძრაობა” და მისი მოკავშირე კოჰაბიტანტები ჩვენ,ხალხმა უნდა დავსაჯოთ!

თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე „ნაციონალების“ დიდგორზე შეკრებას ხალხის დაცინვად აფასებს და ამბობს, რომ „მარაზმი უნდა დამთავრდეს“.

„ არის ტრაგიკული სიმბოლიზმი იმაში,რომ გიგი წერეთელს ეუთოს გენერალური ასაბლეის პრეზიდენტად სწორედ სულხან მოლაშვილის დაღუპვისა და დაკრძალვის დღეებში აირჩევენ.

არც სააკაშვილის მიერ დიდგორზე შეკრების დაანონსებაა შემთხვევითი მოვლენა.
როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს,ღმერთი ადამიანებს ცხოვრებისეული სიტუაციებით მიანიშნებს და ასწავლის,
ამაზე ნათელი მინიშნებები ძნელი წარმოსადგენია,მაგრამ მაინც მეეჭვება,რომ ხელისუფლებამ ახლა მაინც გამოიტანოს დასკვნები.

არც პასუხისმგებლობის აღებას აპირებს ვინმე.ყველა ერთმანეთისკენ და სადღაც მაღლა იშვერს ხელს.
დიდგორზე შეკრება ხომ “ძლევაი საკვირველის” კარიკატურაა. დაცინვა.

ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირე კოჰაბიტანტები ჩვენ,ხალხმა უნდა დავსაჯოთ. ეს მარაზმი უნდა დავამთავროთ. სწორედ ამას მიგვანიშნებს და გვასწავლის ამჟამინდელი სიტუაციების ტრაგიკული სიმბოლიზმი“.

კომენტარის დატოვება